სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რის ბრაუნი შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

ცნობილი მომღერალი კრის ბრაუნი პოლიციამ დააკავა. მას ბრალად შეიარაღებული თავდასხმა ედება. სამართალდამცავებმა მისი დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც უწყებაში ქალის შეტყობინება შევიდა, რომლის თქმითაც ბრაუნი მას იარაღით დაემუქრა.
თავად მომღერალი მომხდარს არ არიარებს. მისი ადვოკატის თქმით, ბრალდებები აშკარად ყალბია. მოგვიანებით ბრაუნის დამცველმა განაცხადა, რომ მომღერალი გაათავისუფლეს. თუმცა უცნობია, ბრაუნს დანაშაული არ დაუმტკიცდა თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ქრის ბრაუნს პრობლემები პოლიციასთან წარსულშიც არაერთხელ ჰქონია. ყველაზე გახმაურებული საქმე 2009 წელს მის მიერ მომღერალ რიჰანაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100