სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ქუთაისში, კახიანაურის დასახლებაში, ახალგაზრდობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.
ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ბავშვის ასაკი დაზუსტებული არ არის.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ, რომლებიც ბავშვის გადმოვარდნის მიზეზებს იკვლევენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100