სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა - კომპანია კომენტარს აკეთებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა.

დაღუპული, კომპანია Black Sea Group-ის თანამშრომელი იყო, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

Black Sea Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბლიტაციის სამუშაოებისას მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს თანადგომას უცხადებს.


მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100