რუსთაველზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა
სამართალდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისია გზის გადასაკეტად.
სამართალდამცველთა განმარტებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩასატარებლად საკმარისი ადგილია. მიუხედავად სამართალდამცველთა წინააღმდეგობისა, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ჯერ ნაწილი, ხოლო მოგვიანებით რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს.
არსებული ინფორმაციით, გზის გადაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
კომენტარი