ახალი წლის დღეებში საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი
თბილისი, 28 დეკემბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ. 2018 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი. ოთხშაბათს, 3 იანვარს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555.
მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 30 და 31 დეკემბრის ჩათვლით. 30 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ დილის 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, ხოლო ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. კვირას, 31 დეკემბერს იმუშავებენ ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
კომენტარი