10 გასაიდუმლოებული ადგილი, რომელიც ყველას თვალწინ არის დამალული
ერთი შეხედვით, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებზე თითქოს ყველაფერი ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მათზე ამომწურავი ინფორმაცია მოვიპოვოთ. თუმცა, ყველაზე ხალხმრავალ ადგილებსაც კი, რომლებსაც ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ, უამრავი საიდუმლო გააჩნია.
გთავაზობთ სხვადასხვა ცნობილი ადგილების უცნობ მხარეებს.
გუსტავ ეიფელის პირადი აპარტამენტი ეიფელის კოშკზე, პარიზი, საფრანგეთი - გუსტავი მნიშვნელოვან სტუმრებს ეიფელის კოშკის მესამე დონეზე გამოყოფილ აპარტამენტში იღებდა. აქ თომას ედისონიც ნამყოფია ერთ დროს. ახლა კი აქ თომასისა და გუსტავის მანეკენები სიმბოლურად სხედან სავარძლებში და მათი ხილვა დამთვალიერებლებს უპრობლემოდ შეუძლიათ.
ცარიელი შენობა თაიმ-სქვერზე, ნიუ-იორკი, აშშ - მიუხედავად იმისა, რომ შენობას ყოველწლიურად 23 მილიონი დოლარი მოგება მოაქვს მისი მფლობელებისთვის, შენობის სართულებზე განლაგებული ოფისები და კომერციული ფართები ცარიელია და მას არავინ იყენებს. ფირმა, რომელსაც ეს შენობა ეკუთვნოდა, 1992 წელს გაკოტრდა, რის შემდეგაც ის სარეკლამო კომპანიას მიჰყიდეს. დღეს შენობაზე დიდი მონიტორია დამონტაჟებული, რომელშიც სარეკლამო რგოლები გადის.
მიტოვებული მეტრო სადგური სითი-ჰოლი, ნიუ-იორკი, აშშ - მეტრო სადგური სითი-ჰოლი 1904 წლიდან 1945 წლამდე ფუნქციონირებდა. მისი დახურვის მიზეზი კი ახალი მატარებლები გახდა, რომლის ვაგონებიც იმდენად გრძელი იყო, რომ უჭირდა ამ სადგურზე თავისუფლად გადაადგილება. სითი-ჰოლზე არსებულ თავისებურ ლიანდაგზე მატარებელი მკვეთრ მოხვევას საჭიროებდა, რაც ახალი ტიპის მატარებლებისთვის შეუძლებელი იყო.
რაშმორის მთა და საიდუმლო ოთახი, აშშ - რაშმორის მთაზე კლდეში გამოკვეთილი ოთხი პრეზიდენტის მემორიალის უკან საიდუმლო ოთახია, რომელიც 5 ტონა ქვით არის ამოქოლილი და რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი ინახება, რაც ამერიკის ისტორიას უკავშირდება, მათ შორის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლიც. პრეზიდენტების მემორიალს წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.
ციხე დოჟების სასახლეში, ვენეცია, იტალია - ვენეციაში, დოჟების სასახლის ზედა სართულზე არის ციხე, რომელშიც ერთ დროს ცნობილი მექალთანე ჯაკომო კაზანოვაც იყო დატყვევებული. როგორც ცნობილია, 400 წლის მანძილზე ის ერთადერთი პატიმარი იყო, რომელმაც გაპარვა მოახერხა ამ შენობიდან. მიუხედავაქდ იმისა, რომ ციხის არსებობის შესახებ უამრავმა ადამიანმა იცის, ის დამთვალიერებლებისთვის მაინც აკრძალული ზონაა დოჟების სასახლეში.
გვირაბი ლას-ვეგასის სტრიპტიზ კლუბის ქვეშ, აშშ - ლას-ვეგასში არსებული მიწისქვეშა გვირაბები ძირითადად უსახლკაროების თავშესაფარია. ის ერთგვარ საერთო საცხოვრებელ სახლდა არის ქცეული. საკმაოდ ბნელა, თუმცა საკმარისია ოდნავ გაანათოთ ფარანი, რომ დაინახავთ ავეჯითა და პირადი ნივთებით გადაჭედილ სივრცეს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი მდიდრული ქალაქის ქვეშ ამდენი უსახლკარო და ღარიბი ადამიანი არის დასახლებული.
103-ე სართული ემფაია-სთეით-ბილდგინგზე, ნიუ-იორკი, აშშ - ცნობილია, რომ ამ ცათამბჯენის 102-ე სართულზე გადმოსახედი აივანი არის, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ 103-ე სართულზე პატარა ოთახია ასევე პატარა აივნით და ბევრად ლამაზი ხედით. საქმე იმაშია, რომ ეს ოთხაი ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალისთვისა და მნიშვნელოვანი სტუმრებისთვის.
სააბაზანო ოთახი, პაპის სასახლე, ვატიკანი - როგორც ცნობილია, ის რაფაელმა რომის პაპის დავალებით მოხატა სხვა ბევრ ოთახთან ერთად 1516 წელს. ის რომის პაპის პირად აპარტამენტად ითვლებოდა. აქ თვალშისაცემი ისაა, რომ ფერწერული ნამუშევარი შორს არის სარწმუნოებრივი თემატიკისაგან. სააბაზანო ოთახის შესასვლელი მაშინდელი რომის პაპის საძინებლიდან იყო, ეს ოთახი კი დღეს დღეისობით ახლანდელი რომის პაპის საქმიანი შეხვედრების კაბინეტადაა ქცეული.
კონკიას ციხესიმაგრის საიდუმლო აპარტამენტი, დისნეილენდი, აშშ - მიუხედავად იმისა, რომ ოთახი სასტუმროს ძვირიან ნომერს უფრო ჰგავს, მისი დაჯავშნა ნებისმიერ ფასად შეუძლებელია. მასში ღამის გათევა მხოლოდ მოგების შემთხვევაში ეძლევა ადამიანს. გათამაშება კი ყოველი წლის იანვარშია შესაძლებელი.
თავისუფლების ქანდაკების გადმოსახედი აივანი, ნიუ-იორკი, აშშ - 1916 წლამდე თავისუფლების ქანდაკების ხელში განათავსებულ ლამპართან, დამთვალიერებლებს კიბით შეეძლოთ ზევით ასვლა და ხედით ტკბობა. თუმცა, 1916 წელს ეს ადგილი საშიშ ზონად გამოცხადდა ლამპრის დაზიანებისა და შესაძლო ნგრევის გამო და სამუდამოდ ჩაიკეტა მნახველებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 1986 წელს დაზიანებული ლამპარი ახლით ჩაანაცვლეს, მაინც არ გახსნილა ზემოთ ასასვლელი გზა ტურისტებისთვის.
კომენტარი