განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა
საქართველოს განახლებადი
ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია
- „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვა განახლებადი ენერგიის
პროექტებისთვის“ ჩატარდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა
განახლებადი ენერგიის დარგის კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისი ფინანსურ
ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა
და ფინანსური ინსტიტუტებისთვის საქართველოს ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.
ღონისძიებას, ენერგეტიკის
დარგში დასაქმებული კერძო და საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური
ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობა
მიიღეს ისეთმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა: საერთაშორისო ფინანსური
კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების
ბანკი (ADB), ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) და ევროპის საინვესტიციო ბანკი
(EIB).
„ჩვენი პარტნიორის - თიბისის
მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაში ენერგეტიკის დარგში მოღვაწე ყველა ძირითადი მოთამაშისა
და წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა ამ დარგის მნიშვნელოვნად
გააქტიურებაზე მეტყველებს. ეს, რა საკვირველია, ხელშეწყობის ახალი მექანიზმის ამოქმედების,
პირველად წელს გამართული სიმძლავრის აუქციონისა და ბაზრის გახსნის მოლოდინის ეფექტია.
ვთვლით, რომ ჩვენი ღონისძიება მეტად დროულია, რადგან ახლა ენერგეტიკის დარგში მოღვაწე
კერძო ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ხელმისაწვდომობა. GREDA, რომელიც
განახლებადი ენერგიის დარგში მოღვაწე 40-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს, მომავალშიც
გააგრძელებს ბიზნესის მსგავსი ინიციატივებით მხარდაჭერას“, - გიორგი აბრამიშვილი,
GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ღონისძიება კომპანიებთან
- Andritz Hydro და Voith Hydro ოფიციალური პარტნიორობით ჩატარდა.
კომენტარი