42 დღე ტყვეობაში - რას ედავება 21 წლის გურამ ბაძაღუას პროკურატურა და რა აქციებს აანონსებენ ახალგაზრდები?
ტყვეობის 42-ე
დღე, განვითარების შეწყვეტილი კონსტიტუციური
უფლება და გაჩერებული
შრომითი საქმიანობა - 21 წლის
გურამ ბაძაღუას
თბილისის პროკურატურა
განსაკუთრებით მძიმე
კატეგორიის დანაშაულის
დაფარვას ედავება.
ბრალდების მიხედვით,
ის
ძებნაში მყოფ
ვ.კ.-ს
მალავდა, რომელსაც ბრალად არაერთგზის, დამამძიმებელ გარემოებებში
ადამიანის სიცოცხლის
ხელყოფა ედება.
აღკვეთის ღონისძიებად
თბილისის საქალაქო
სასამართლომ
გურამ ბაძაღუას
პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის
205-ე მუხლის
მიხედვით, პატიმრობა როგორც
აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება
მხოლოდ მაშინ,
თუ ეს
ერთადერთი საშუალებაა,
რათა თავიდან
აცილებულ იქნეს
- ბრალდებულის მიმალვა,
მის მიერ
მტკიცებულებათა მოპოვებისთვისა და
მართლმსაჯულების განხორციელებისთვის
ხელის შეშლა და
აგრეთვე ბრალდებულის
მიერ ახალი
დანაშაულის ჩადენა.
სასამართლოზე ბრალდების
მხარის მიერ
წარმოდგენილ
შუამდგომლობით წერილში,
ბრალდების მხარე
აღნიშნავდა, რომ დაუპატიმრებლობის
შემთხვევაში, გურამ ბაძაღუას
შესაძლოა
ჩაედინა დანაშაული,
გაენადგურებინა საქმისთვის
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
და არ
გამოცხადებულიყო სასამართლოში.
თუმცა,
შუამდგომლობაში არ არსებობს არც
ერთი ფაქტი
ან გარემოება
იმის შესახებ
, თუ რატომ
მიიჩნია ბრალდების
მხარემ ზემოთ ჩამოთვლილი
სამომავლო მდგომარეობად.
აღსანიშნავია ისიც,
რომ აღკვეთის
ღონისძიების განხილვისას
არ არსებობდა
გურამ ბაძაღუას უარყოფითი ქცევის მახასიათებელი რაიმე
სახის ერთი
გარემოებაც კი.
უნდა აღინიშნოს
ისიც, რომ
საქმის მასალები
მოსამართლესთან მივიდა
დაკავებიდან მეორე
დღეს, 12 ოქტომბერს,
დაახლოებით 17:00 საათისთვის.
ერთტომიანი მასალების
მიღებიდან
ზუსტად ნახევარ
საათში მოსამართლემ
დანიშნა სხდომა
და 18:40 წუთზე
გურამ ბაძაღუას
აღკვეთის ღონისძიებად
პატიმრობა შეუფარდა. მსგავს წუთობრივ
შუალედში ( 17:00-17:30) ადამიანს
არ გააჩნია
რესურსი რომ
მოახერხოს მსგავსი
მასალების გაცნობა,
გაანალიზება და
მომზადება აღკვეთის
ღონისძიების განხილვისთვის.
გასათვალისწინებელია ის
ფაქტიც, რომ
მოსამართლეს მასალების განხილვისა და
გაცნობისთვის დრო
13 ოქტომბრის 18 :00 საათამდე
ჰქონდა და
მან ეს
ვადა არ
გამოიყენა.
გურამ
ბაძაღუას ადვოკატის
გიორგი ტურაზაშვილის
თქმით, მოსამართლის მიერ დარღვეულ
იქნა სსსკ-ის
მე-5 და
მე-8 მუხლები.
სსსკ-ის
მე- 5 მუხლის
მიხედვით, პირი
უდანაშუალოდ ითვლება
მანამდე, სანამ მისი დამნაშავეობა
არ დამტკიცდება
სასამართლოს მიერ
ძალაში შესული
გამამტყუნებელი განაჩენით პირი
უნდა იყოს
თავისუფალი , გარდა
იმ შემთხვევისა
, თუ დადასტურდა
მისი დაპატიმრების
აუცილებლობა.
სსსკ-ის
მე- 8 მუხლში
კი ვკითხულობთ,
რომ ბრალდებულს
აქვს სამართლიანი
პროცესის უფლება.
აღსანიშნავია, რომ
აქამდე არსებულ
მასალებში
არ არის
მტკიცებულება იმის
შესახებ, რომ
გურამ ბაძაღუამ
„დანამდვილები იცოდა
და მალავდა“
ძებნილ პირს.
განჩინების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ს.პავლიაშვილმა. ამა წლის 30 ოქტომბერს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას წარედგინა გურამ ბაძაღუას პატიმრობის შეცვლა/გაუქმების შესახებ ხელახალი შუამდგმლობა, რომელიც ბრალდებულის შესახებ დეტალური და აღკვეთის ღონისძიების განხილვისთვის რელევანტური და ახალი დოკუმენტებისგან შედგებოდა.
კერძოდ - ოჯახის წევრების მიერ გურამ ბაძაღუას სათანადო ქცევის თაობაზე მიწოდებული იყო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს უბნის ინსპექტორების განყოფილების დახასიათება, რომლის თანახმადაც გურამ ბაძაღუას არ გააჩნია არც ერთი მართლსაწინააღმდეგო ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რაიმე ფაქტი.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოსამართლე ნ. მარგველაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ განიხილა. განჩინების
საჩივარი არ განიხილა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გ.გოგინაშვილმაც.
„მინდა
იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც უარი თქვეს ზეპირ მოსმენაზე დეტალურად გადახედონ საქმის მასალებს და თავად დარწმუნდებიან ,რომ ჩემი ძმა არ იმსახურებს საკნიდან საკანში გადაყვანას”. - აცხადებს ჩვენან საუბარში გურამ
ბაძაღუას და ნინო ბაძაღუა
„საღად მოაზროვნე“, „ნიჭიერი“, „ბეჯითი“, „ნიჭიერი“ ,“ ზრდილობიანი“ , „პასუხისმგებლიანი“ - ეს ის ეპითეტებია, რომლებსაც ლექტორებისგან გურამ ბაძაღუას დახასიათებისას ყველაზე ხშირად გაიგონებთ.
გურამ ბაძაღუა თსუ-ის მეოთხე კურსის მაღალი მოსწრების სტუდენტი და გაეროში საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელია. აქტიური მოქალაქე, რომელსაც 15-მდე საერთაშორისო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნუმიზმატი, რომელმაც საკუთარი მწირი რესურსითა და დაუღალავი შრომთ შორეული ქვეყნიდან მოიძია, შეისყიდა უძველესი მონეტები და დადიანების მუზეუმს გადასცა.
„ გურამი
ყოველთვის გამოირჩეოდა
კეთილსინდიერებით. საკმაოდ
ბეჯითი და
მოაზროვნე სტუდენტია.
მაღალ დონეზე
ჰქონდა განვითარებული
დისციპლინა. აქტიურად
იყო ჩართული
სწავლების პროცესში.
აუდიტორიაში შემოსვლისთანავე პოზიტივს ასხივებდა.
ყოჩაღი, მოწადინებული
და საღად
მოაზროვნეა ადამიანია,
კარგი იქნებოდა,
რომ მისნაირი
სტუდენტები ბევრი
იყოს“. - აცხადებს დრონი.ჯი-სთან საუბარში ლექტორი ნათი ზედგენიძე.
ასევე დადებითად ახასიათებს გურამს ლექტორი თამარ
ქარაია: „ლექციებს
რეგულარულად ესწრებოდა.
ძალიან წესიერი და ზრდილობიანი
ახალგაზრდაა. გამოირჩევა
მაღალი პასუხისმგებლობის
გრძნობით.“
რაც შეეხება სტუდენტებს,
ისინი აქციებს აანონსებენ.
ახალგაზრდები 26 ნოემბერს,
15:00-ზე, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველი კორპუსის
ეზოში სოლიდარობის
აქციას სახელწოდებით
„დავიხსნათ გუკა
ბაძაღუა პროკურატურის
ტყვეობისგან!“ გამართავენ.
პარალელურად აქცია
გაიმართება ზუგდიდშიც,
რაიონულ სასამართლოსთან
.
ელიზბარ ხვიჩია,
აქციის ერთ-ერთი
ორგანიზატორი : „ ეს
იქნება მთლიანად
აპოლიტიკური აქცია.
ჩვენ მხარს
ვუჭერთ გუკას
და პროცესის
სამართლიანად წარმართვას.
გვინდა სასამართლომ
გაითვალისწინოს ის
მოცემულობა, რაც
მის გარშემოა.
როგორც სოციალური
ისე აკადემიური
კუთხით“.
სამოქალაქო აქტივისტები,
როსტომ ზარანდია
და ცაბუნია
ვართაგავა შინაგან
საქმეთა მინისტრს,
გიორგი გახარიასაც
გაესაუბრნენ. ისინი
მინისტრთან შეხვედრით
კმაყოფილები არიან.
"სიამოვნებით დაგვთანხმდა
და დარწმუნებული
ვარ, რომ
გულწრფელი იყო",
- განაცხადა შეხვედრის
დასრულების შემდეგ
როსტომ ზარანდიამ.
გურამ ბაძაღუას საქმეზე წინასასამართლო
სხდომა
4 დეკემბერსაა ჩანიშნული. შესაძლო დარღვევების
მონიტორინგის მიზნით, სხდომას „ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის"წარმომადგენლებიც
დაესწრებიან.
კომენტარი