სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

5 მარტიდან თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები : 50 ლიტრი საწვავი ვისოლის პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი. ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

  • 15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე.
  • 50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში.
სასაჩუქრე ნაკრები ორგვარია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულებისა არის ავტომობილი: 17 500 ლარზე მეტის, თუ ნაკლების.აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას. ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში.

თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100