სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნელ-ნელა მკვიდრდება ტენდენცია, რომ ნამდვილ მუსიკას უნდა მოუსმინო...“

პარლამენტარი მარიამ საჯაია ანაკლიაში ფესტივალს განსაკუთრებულად ელოდება და ამის მიზეზიც აქვს. მას იქვე ახლოს განმუხურში სახლი აქვს. აპირებს, რომ GEM fest-ზე, რომელიც 30 ივლისიდან 7 აგვისტომდე ანაკლიაში მსოფლიო დონის დიჯეებს უმასპინძლებს, საკუთარი სახლიდან იაროს.

მარიამი: ელექტრონულ მუსიკას ვუსმენ და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ეს ფესტივალი ტარდება ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე. მე თავად მაქვს სახლი განმუხურში, წარმოშობით იქიდან ვარ და მშობლიურობის შეგრძნება მაქვს. ის, რომ იმ ადგილას განვითარდება ტურიზმი, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დიდი გულშემატკივარი ვარ და მინდა, იქცეს ყოველწლიურ მოვლენად. საგულისხმოა, რომ ყალიბდება ქართული ბრენდი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში. ჯობს, ვეცადოთ, თავად შევქმნათ ცენტრი, რომელსაც ბევრი ტურისტი ნახავს და იქცევა ჩვენს გულშემატკივრად.

რასაკვირველია, ვაპირებ ამ ფესტივალზე დასწრებას. ჩემს სახლში ვიქნები და გადმოვირბენ ხოლმე ივენთებზე (იღიმის). ვფიქრობ იმასაც, რომ კარავიც ავიღო.

დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზატორები ეცდებიან, კარგი გამოვიდეს. ვფიქრობ, შარშანდელი „კაზანტიპის“ ხარვეზებს გაითვალისიწინებენ და ყოველ წელს უკეთესი იქნება.

შენ გარშემო არიან ელექტრონული მუსიკის მოყვარულები?

ნელ-ნელა შემოდის და მკვიდრდება ტენდენცია, რომ ნამდვილ მუსიკას უნდა მოუსმინო. როცა კარგი არტისტი ჩამოდის, ვხედავ ბევრ ხალხს. ასეთ ივენთებზე, ნაცნობებთან ერთად, ხშირად ვხვდები ახალ სახეებსაც. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ცნობილია ის არტისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის. მგონია, რომ თანდათან ამ ჟანრის მსმენელების რაოდენობა იმატებს, რასაც მივესალმები.

საგულისხმო დეტალი: ბილეთების შეძენა eventer.ge-სა და ყაზბეგის 24გ-ში, ფესტივალის ოფისში შეგიძლიათ. ასევე TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებითაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100