სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა ლომაია თანამდებობიდან მიდის

გაეროში საქართველოს ელჩი ალექსანდრე (კახა) ლომაია თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ლომაიას გადაწყვეტილების შესახებ მას ინფორმაცია საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ვაშაძემ მიაწოდა.

"მე რამდენადაც ვიცი და ამის შესახებ ბატონმა გია ვაშაძემ ჩამაყენა საქმის კურსში, კახა ლომაიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს დილომატიური წარმომადგენლობის ყველა სხვა ხელმძღვანელი მუშაობას ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კახა ლომაიამ განაცხადა, რომ მუშაობას აგრძელებს, მაგრამ კვლავ რჩება მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100