სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"40 ბავშვი მოიყვანეს ირპენიდან და ბუჩადან... ყველა რამდენჯერმეა გაუპატიურებული და კბილები აქვთ ამოგლეჯილი" - ოკუპანტების სისასტიკის მორიგი ისტორია

ბუჩა 21-ე საუკუნეში სადიზმისა და არაადამიანური ტრაგედიების ეპიცენტრი გახდა. 9 წლის გოგო 11-მა სამხედრომ გააუპატიურა, მერე მუცელი გაუფატრეს და Z-სიმბოლო დააწერეს.

უმძიმესი აუდიოჩანაწერი კი 40 მოზარდის ტრაგიკულ ისტორიას მოიცავს. პუტინის ჯარის მიერ 40 გაუპატიურებული და ნაწამები ბავშვი პოლონეთის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. ისტორია, რომელიც ერთ აუდიო ჩანაწერშია გადმოცემული, უკრაინაში პუტინის ომის სისასტიკეს ყველაზე მძაფრად აღწერს.

"მეორე დღეა, ვერაფრით ვმშვიდდები. ვიდეო გამოგიგზავნე, არ ვიცი გესმის თუ არა პოლონური. ერთი გოგონაა, რომლის დედაც საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობს. 40 ბავშვი მოიყვანეს ირპენიდან და ბუჩადან. ყველაზე უფროსი 14 წლისაა. მშობლები თვალწინ დაუხოცეს, სანამ დახოცავდნენ, უთხრეს, თქვენს შვილებს ცოცხლებს დავტოვებთ, რომ ეს ომი ახსოვდეთ და პატივს სცემდნენო. ყველა ბავშვი რამდენჯერმეა გაუპატიურებული და კბილები აქვთ ამოგლეჯილი. პოლონეთში ჩამოიყვანეს. ჯანდაბა, არ ვიცი რა ვთქვა. უთხარი ჩვენს ბიჭებს, რომ შუაზე გაგლიჯონ ეს არაადამიანები. კასტრირება გაუკეთონ ყველას და მერე ნაწლავები პირიდან ამოუღონ. ეს უბრალოდ საშინელებაა. მთელი პოლონეთი გაოგნებულია"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100