23 წლის ბიჭმა ბენზინგასამართი სადგურის გაძარცვა სცადა, რათა დედის პატივისცემა დაემსახურებინა
23 წლის ფლორიდელმა ბიჭმა, ჰასან ალექსანდრ კემპბელმა ბენზინგასამართი სადგურის გაძარცვისას ფიასკო განიცადა, პოლიციას კი განუცხადა, რომ ამ ქმედებით სურდა, დაენახებინა დედისთვის, რომ დამოუკიდებლად ფულის შოვნა შეეძლო.
მამაკაცი ბენზინგასამართი სადგურის მარკეტში შეიჭრა და მოლარეს ფულს სძალავდა, თუმცა იქვე მყოფმა კლიენტმა მოახერხა მისი შეჩერება. ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია, რომელმაც უიღბლო მძარცველი განყოფილებაში გადაიყვანა - იუწყება Flobal News.
დანაშაულის მოტივი დაბალი თვითშეფასება აღმოჩნდა - ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობდა დედისთვის დაემტკიცებინა, რომ დამოუკიდებლად ფულის შოვნა შეეძლო და იმაზე მეტ პატივისცემას იმსახურებდა, ვიდრე გააჩნდა.
ჰასანს ბრალის წაყენებამდე გირაოს სახით 23 ათასი დოლარი შეუფარდეს, თუმცა მძარცველის დედა თანხის გადახდაზე უარს აცხადებს და მამაკაცს მოუწევს, სასამართლოს საბოლოო განაჩენს ციხეში დაელოდოს.
კომენტარი