PlayBoy-ს მოდელი თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტა - ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა
PlayBoy-ს
ყოფილი მოდელი, 47 წლის სტეფან ადამსი სასტუმროს ფანჯრიდან თავის 7 წლის ვაჟთან ერთად
გადმოხტა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ნიუ იორკში, მანჰეტენზე რამდენიმე
საათის წინ მოხდა, მათი დროით დილის 7 საათზე. პოლიციამ გვამების იდენტიფიცირება მალევე
მოახერხა. დაღუპულის ადვოკატის რაულ ფელდერის განცხადებით, სტეფანი მას არასდროს უნახავს
სევდიანი, ყოველთვის იღიმოდა და სიცოცხლე უხაროდა, აქედან გამომდინარე, ის თვლის, რომ
ადამსს სუიციდის მიზეზი არ ჰქონდა.
სტევან ადამსი 1992 წელს ჟურნალ PlayBoy-ს მოდელი იყო.
მოგვიანებით მან გამოსცა წიგნი თვითდახმარების შესახებ. 2003 წელს აღიარა თავისი სექსუალური
ორიენტაციის შესახებ და PlayBoy-ს
პირველი ლესბოსელი მოდელის სტატუსიც მიიღო, თუმცა აღიარების შემდეგ მალევე დაოჯახდა
მამაკაცზე.
კომენტარი