სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირლანდიაში საჭესთან მოწევას აკრძალავენ

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კანონი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, მძღოლებს, ვის ავტომობილშიც 16 წლამდე ასაკის ბავშვი იმყოფება, სიგარეტის მოწევა ეკრძალებათ. აღნიშნული კანონის თანაავტორი, ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრი, ჯეიმს რეილია. მისი თქმით, მშობელი, რომელიც შვილთან ერთად ეწვა, უპასუხისმგებლოა. „დარწმუნებული ვარ, არცერთი ჭკუათმყოფელი არ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ავტომობილში მოწევა ეთიკურ და მორალურ ქცევად ითვლება.“ – აღნიშნა მინისტრმა. ამასთანავე დასძინა, რომ აღნიშნული კანონი არ ვრცელდება მძღოლებზე, ვისთან ერთადაც ავტომობილში არასრულწლოვანი არ იმყოფება. უახლოეს მომავალში, სამინისტროს თანამშრომლები აღნიშნული პრობლემის მასშტაბურობას შეისწავლიან. ამის შემდეგ განიხილავენ კანონის შეტანის ვარიანტს ირლანდიის თამბაქოს რეგლამენტში.

ახალ კანონპროექტს თამბაქოს წინააღმდეგ, ირლანდიის ონკოლოგიურ დაავადებათა ცენტრმაც დაუჭირა მხარი. ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ – „ ასეთ სიტუაციაში ბავშვს არჩევანის უფლება აქვს ჩამორთმეული, მათ ხომ არ შეუძლიათ ავტომობილის დატოვება და ისინი პოტენციური მწეველები ხდებიან.“

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის თამბაქოს მწარმოებლების გარკვეული რაოდენობა ახალი კანონის წინააღმდეგ უკვე გამოვიდა. ისინი თვლიან, რომ მწეველები პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კანონი გადამეტებულია და მასში ვერავითარ აუცილებლობას ვერ ხედავენ.

აღნიშნული კანონპროექტის წარმატებულობა ეჭვქვეშ ირლანდიის საავტომობილო ასოციაციამაც დააყენა. მისი ხელმძღვანელის თქმით, მძღოლების უმრავლესობა აღნიშულ კანონს, სახელმწიფოს მხრიდან, გარკვეულ დისკრიმინაციად მიიღებს. „აღნიშნული კანონის ლოგიკური გაგრძელება, სიგარეტის მოწევის სახლებში ან საერთოდ მოწევის აკრძალვა იქნება“. – აღნიშნა მან.

ირლანდიის საკანონმდებლო სისტემის მიხედვით, ქვეყანაში უკვე იკრძალება ტაქსში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კორპორატიულ ავტომობილებში მოწევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100