სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გადამწყვეტი მატჩი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს

გადამწყვეტი მატჩი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს თურქეთთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. ორივე გუნდს აქვს დანაკლისი. საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ამხანაგურ მატჩში, მონტენეგროსთან, კუნთის ტრავმა მიიღო. მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ ოთარი გუნდს მომდევნო მატჩისთვის, ჩეხეთთან სათამაშოდ დაუბრუნდება.

მთელი დორტმუნდი უკვე ქართველი ქომაგებით არის სავსე და თითქმის ყველა ქუჩაზე ქართული შეძახილები ისმის. რამდენიმე საათში მთავრი სტადიონისკენ მსვლელობა დაიწყება.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100