
გურული პენსიონერის სიმღერა
ახლა, როცხა ყვავის ხნის ვარ,
თმებში გამიშთა ჭაღაარააა;
აი, რაცხა პენსია მაქ
ხან მყოფნის და ხანაც აარააა!
მარა მაი ვის ადარდებს;
მთავრობა გვყავს იმისაანააა,
ყველა პრემიას იჯიბავს,
თუ ხელი არ შიეშაალააათ...
პენსიონერს, ვინ რათ აგდებს,
ვის რათ უნდა ჩემისაანააა;
იმის თავი მაინც მქონდეს,
რომ მოვთოხნო ბაღჩა, ყაანააა.
ზოგმა, ჩემდონიც ვერ გაძლო.
ზოგიც, ძილში გეიპაარააა;
კი ვმღერივარ, მარა დარჩენილი
ვარ ორი დაბაანააა.
ცოლიც ჩემფერ დღეში გახლავთ
ვატყოფ, მალე უწევს "ზაალააა,"
სიარულის დროზე, ფეხში
ებლანდება სარაფაანააა.
კომენტარი