
ამომრჩეველთა აქტიურობამ თითქმის 13 პროცენტს მიაღწია
თითქმის 13 პროცენტს მიაღწია მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტიურობამ. ამ დროისთვის არსებული მონაცემები ცენტალურ სარჩევნო კომისიაში ბრიფინგზე გაასაჯაროეს.
13 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ივე მაჟორიტარულ ოლქში შეადგინა 12.71%, რაც რაოდენობრივად არის 315 ათას 9 ამომრჩეველი.
ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა მცხეთაში 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დაფიქსირდა 22.7%.
ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩევლის 7.2% დაფიქსირდა.
კომენტარი