
საქართველოში კოვიდინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 397კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 127 234 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 986 928, გარდაიცვალა 14 870 პაციენტი.
კომენტარი