"ზუსტად ის ოთხნი, ხელფასის მომატებაზე უარი რომ უთხრეს" - ეს ემოციური წერილი ტყიბულში გარდაცვლილ მეშახტეებს ეძღვნებათ
ოთხნი მიფრინავდნენ
რა თქმა უნდა, იცოდნენ სიღრმე
400 მეტრი...
ზუსტად ის ოთხნი,
რომ ისხდნენ მაგიდასთან
ზუსტად ის ოთხნი,
რომ ითვლიდნენ რამდენი თეთრი
დარჩა ხელფასიდან,
ზუსტად ის ოთხნი
რომ ბრუნდებოდნენ პურით ხელში,
ზუსტად ის ოთხნი
დაქანცულები,
ჩაძინებულები შვილებზე ადრე,
ზუსტად ის ოთხნი,
გადასახადებს რომ იხდიდნენ
რითიც მერე ვაფინანსებდით ცეკვა-სიმღერას,
ლოცვას სიმღერის წინ,
პარაპლანებით ფრენას ლაჟვარდოვან სანაპიროებზე,
ერთადერთი მათი უსაფრთხოებისთვის
არ გვეყო ფინანსები,
მერე როგორ ჩამოვიყვანდით
აეროსმიტს,
როგორ დავარიგებდით პრემიებს,
ზუსტად ის ოთხი,
რომ ეძინათ პარასკეობით,
რადგან მათი ცვლა იწყებოდა
მაშინ, როცა ჩვენ ვწუწუნებდით,
რომ ვერ გავერთეთ საკმარისად
იქ ხინკალი გააფუჭეს,
იქ კი ღვინო არ უვარგათ,
იქ წესიერად არ უკრავენ.
ზუსტად ის ოთხნი
ხელფასის მომატებაზე უარი რომ უთხრეს,
ზუსტად ის ოთხი,
ვინც ოთხზე ბევრად მეტია უკვე
და ვისთვისაც მხოლოდ ცათა სასუფევლის კარი აღმოჩნდა ღია.
კომენტარი