
გაინტერესებთ, როგორია ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
მათივე ცნობით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.
საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.
კომენტარი