
38 გარდაცვლილი და 4 212 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 212 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 38 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 1 982 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა - 52 620.
კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 32 448-ია.
გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 110 ადამიანი აიცრა.
კომენტარი