სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, V კვარტლების, აკაკი ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვახუშტი ბაგრატიონის, სამტრედიის, ფოთის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდლისა და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, ფიროსმანის, ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გახოკიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის, ოქრომჭედლების და ყავლაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100