"ეგენი იმდენს იძახიან მაგაზე, თვითონ გახდებიან შესამოწმებლები" - მეუფე იაკობმა საპატრიარქოში სექსუალური შევიწროვების შესახებ კომენტარი გააკეთა
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს და მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ჰპირდება, რომ მორიგი სინოდის სხდომის შემდეგ ორივე საეკლესია წოდებას დაკარგავს.
მეუფე იაკობმა ეს განცხადება საპატრიარქოში სექსუალური შევიწროვების შესახებ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას და მეუფე პეტრე (ცაავას) განცხადებაზე კომენტირებისას გააკეთა. მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ორივე ბევრ ტყუილს ლაპარაკობს და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე ვფიქრობ, ანდრია სარიას თუ რამე რეგალია აქვს საეკლესიო, ყველაფერი ჩამოერთმევა, იმიტომ რომ ცილისმწამებელი ადამიანია. ვერასოდეს ვერაფერი ვერ დაამტკიცა, ქრისტე სძულს ამ სოფელს, სარიასაც სძულს იმიტომ, რომ ამ სოფლის შვილია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და თვითონაც იციან. ეგენი იმდენს იძახიან მაგაზე, თვითონ გახდებიან შესამოწმებლები. ეკლესიის მტერია, მშიშარა კაცია, იმალებიან ისე დადიან. მე შემიძლია საქართველოში ნებისმიერ ადგილას გავიარო, მაგენი ქუჩაში რომ გამოვიდნენ, ქუჩაში თავს გაუტეხავენ, ერთი ტელევიზიებში თუ მიირბენენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკიბის ყინწვისში მონხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მან ამის შესახებ ბევრი არაფერი იცის.
„ერთ- ერთ ტელევიზიას ვუსმინე და ელაპარაკებიდა მეუფე ანტონი. მეუფე საბასაც რომ ვუსმინე, მეუფე საბა იძახის, რომ მასეთი რამე არ მომხდარა. მეუფე იობი ამბობს, რომ ერის კაცებს შორის იყო. მე რაც არ ვიცი, რომ ვნახავ მეცოდინება. მე, როდესაც რამეს ვაშავებ ხომ ვამბობ-ხოლმე, ასევე მჯერავს, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი თუ დააშავებს, იტყვის. ეკლესიაში ქრისტესთან იუდა იყო. რა მოხდა, ჩვენთანაც რამე შეგვეშალოს ამ ისტერიის ჟამს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
კომენტარი