800 კაცი კიევში რკინის ნაჭრებითა და ქვებით ერთმანეთს დაერია (ვიდეო)
კიევის ცენტრში, ერთ–ერთ მშენებლობაზე მოსახლეობასა და მშენებლებს შორის სასტიკი ჩხუბი გაიმართა. მოსახლეობა ახალი მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა, რასაც მშენებელთა გაღიზიანება მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა მშენებლობის შემოღობილ ტერიტორიაზე შესვლა სცადა, რასაც მშენებლების მძაფრი რეაქცია მოჰყვა: მათ რკინის ნაჭრებსა და ფიცრებს დაავლეს ხელი, ცეცხლსაქრობი ბალონები მოიმარჯვეს და მოსახლეობას დაერივნენ. ხალხის მისამართით ქვებსაც ისროდნენ. მასობრივ ჩხუბში, საერთო ჯამში, 800–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არიან დაშავებულები. კიევის პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, მაგრამ მოვლენების მსვლელობაში არ ჩარეულა. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ხალხის წინააღმდეგ მოქმედების მითითება მიიღეს.
კომენტარი