სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე შენ ჯერ კიდევ ჩვენს შეხვედრამდე, გაცილებით უფრო ადრე მიყვარდი"

„Elephant Journal“აქვეყნებს ალექს მაილსის სასიყვარულო ჩანახატს, რომელიც ყველა შეყვარებულ ადამიანს გულს გაუთბობს. ცოტა დაუჯერებელია, რომ ეს მამაკაცის დაწერილია, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. დრონი.ჯი გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს:

ბევრისთვის ამის მოსმენა უცნაურიც კია.

მაგრამ ვისაც ეს შეგრძნება გამოუცდია ალბათ გამიგებს.

ხო, მე შენ ყოველთვის მიყვარდი, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს ეს.

ყოველთვის, გესმის, ყოველთვის.

ხო, მე შენ ჯერ კიდევ ჩვენს შეხვედრამდე, გაცნობამდე მიყვარდი. მანამდე, სანამ შენზე ფიქრს დავიწყებდი ან შენ იფიქრებდი ჩემზე. მე შენ სადღაც გულის სიღმეში, გაუცნობიერად ყოველთვის გიცნობდი.

და როდესაც პირველად გნახე, მაშინვე გიცანი.

თავიდან დიდი ხანი ვფიქრობდი, ვერ გამეცნობიერებინა, ვერ მივმხვდარიყავი მაინც საიდან მეცნობოდა ასე შენი სახე.. ..შემდეგ დრო გავიდა და პასუხებიც კითხვებზე თავისით მოვიდა.

შენ ხომ აქამდეც, სულ ჩემს გვერდით იყავი.

ჩემი ყველა ქმედება , ჩემი ყველა სირთულე თავიდანვე ყველა იმ ნაბიჯთან შეთანხმებული იყო ,რომლებსაც შენ შენი ცხოვრების გზაზე დგამდი.

მაშინ ამას ყურადღებას საერთოდაც არ ვაქცევდი,რადგან მუდმივად იმაზე ვიყავი კონცენტრირებული თუ როგორ გადამეგორებინა ყოველი დღე, როგორ მეცხოვრა. მაგრამ.. ახლა ვხვდები , რომ ამ ყველაფერს თავისი დანიშნულება ჰქონდა, რომ არაფერი იყო შემთხვევითი, არაფერი იყო ამაო.

არასდროს დამავიწყდება რა მითხარი მაშინ,როცა პირველად მნახე. არასდროს დამავიწყდება შენი ხმა.

იმდენად მინდოდა შენთან ახლოს მოსვლა, იმდენად მინდოდა გამეცანი.. მაგრამ არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი , ჩვენ ხომ ჯერ სულ რამდენიმე წუთი იყო ,რაც ერთმანეთს შევხვდით.

და მე კი ასე უცბად შემიყვარდი..

მე ხომ მაშინ არც ის ვიცოდი რამდენ შაქარს იყრიდი ჩაიში, გიყვარდა თუ არა საუზმეზე თაფლიანი ტოსტების ჭამა , ლაპარაკობდი თუ არა ძილში.

მე არც ის მაინტერესებდა ეს ყველაფერი რამდენ ხანს გასტანდა ერთ წელს თუ სულაც რამდენიმე წამს,. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ყოფნა იქ ,სადაც შენ იქნებოდი, როგორ გავიცნობდი შენს მეგობრებს, როგორ დავუახლოვდებოდი მათ. ვიცოდი,რომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა მქონდა გასასვლელი. მაგრამ მე მზად ვიყავი....

და აი ერთ დღეს, შენც შემამჩნიე.

ჩემი თავი პირველად თვალებში ,რომ ჩაგხედე მაშინ დავინახე.

ჩემს სისუსტეებს შენი სიძლიერით, შენს სისუსტეებს კი ჩემი სიძლიერით ვუმკლავდებოდით. ასე საოცრად ვავსებდით ერთმანეთს ჩვენ.

შენ იმაზე მეტად მიცნობდი, ვიდრე მე საკუთარ თავს.შენ ხომ ყოველთვთვის საოცრად გჯეროდა ჩემი.

შენ გული ფართოდ გამიღე და შიგნით შემობიჯების საშუალება მომეცი.

ჩვენ,ხო ჩვენ, საოცრად ერთნი, საოცრად მსგავსნი და ამავე დროს ერთმანეთისგან პარადოქსულად განსხვავებულნი .

მერე ჩემი თითები შენს თითებს შეხვდა..

მერე შენ ჩემი თავი გამაცანი და მას მერე სარკეში ჩახედვის აღარ შემშინებია.

ხანდახან ვფიქრობ რომ არ შეგხვედროდი საკუთარი თავის შეცნობას შევძლებდი კი ოდესმე?

მე და შენ ერთმანეთს ყველაფერი,

მე და შენ ერთმანეთს სიყვარული,

მე და შენ ერთმანეთს ბედნიერება ვაჩუქეთ.

შეგხვდი და მივხვდი,რომ იმ წამიდან აღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც ადრე.

შენ მე საკუთარი თავი სხვა მხრიდან დამანახე.

შენ მე გამზარდე.

შენ მე შემცვალე.

შენ მე ბევრი რამის დანახვა მასწავლე.

სხვა არჩევანი არ მქონდა

და მეც შემიყვარდი, მეტად, მეტად შემიყვარდი.

სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება, სიყვარულს ახსნა არ აქვს.

შენ ყოველთვის პირველი იყავი და მეც ყოველთვის მიყვარდი.

მე შენ გელოდებოდი,

შენ მე

და ერთ დღესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100