სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი სექსუალურად გვავიწროვებდა" - ნახეთ რას იხსენებს ნინა სუბლატი

ნინა სუბლატი "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ზუგდიდის რაიონის სკოლებში დაწესებულ შეზღუდვებზეა საუბარი:

"პ.ს ჩემი ბავშვობის დროინდელი ნაითმეარები უნდა მოვყვე:

მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი რომელიც მდედროთი სქესის იყო, სექსუალურად გვაგიწროვებდა კლასის გოგოებს და ჩემი აზრით ბიჭებსაც; თმა არ გაიშალო, ბეჭდები არ გაიკეთო, გოგოები ერთმანეთში თუ დაქალობდნენ (10-12 წლის ბავშვები) ესეიგი ’ლეზბიანკები’ იყვნენ და სკოლა რას იფიქრებდა.. პირადად მე - ევროპული აზროვნება აქვსო და დედაჩემს იბარებდა... ევროპა
მაშინ მხოლოდ გეოგრაფიაში მქონდა თვალ-მოკრული. ძალიან მწყინს რომ მაშინ, 10-12 წლის ასაკში არაფერი ვიცოდი ჩემი უფლებების შესახებ, არც სექს. შევიწროვების შესახებ, დიდად არც შეპასუხების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეგეთი რაღაცეები არავის უსწავლებია. მერე სხვა სკოლაში გადავედი, სადაც ერთხელ ბიჭებმა (ის ბიჭები ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ) მერხებზე რაღაცეები დაჯღაბნეს, დამრიგებელმა კი გოგოებს დაგვავალა მეორე დღეს კლასში ქლორის და სახეხის მოტანა და მერხების გახეხვა; მანდ უკვე 14 წლის ვიყავი და ქლორი და გახეხვა კი არა თავის დაცვა ვიცოდი (მაგრამ სექს.შევიწროვება ისევ არ ვიცოდი) და შესაბამისად არავის მერხი არ გამიხეხავს იმის გამო რომ ქალი ვარ და ვიღაცას გონია რომ ეს ჩემი ვალდებულებაა.. ერთხელ სკოლის დირექტორმა სკოლის კარიდან გამაბრუნა სახლში (სახლში არ წავსულვარ,არც ჩემი მშობლისთვის დაურეკავთ, ანუ რომ მოვმკვდარიყავი პასუხს სკოლა აგებდა) იმიტომ რომ ელასტიკი/ლეგინსი მეცვა და ალბათ ჩემი 14 წლის პატარა უკანალი ესექსუალურა(?!) - ოღონდ კონკრეტულად ჩემი, იმიტომ
რომ იმ სკოლის მოსწავლე გოგოების დაახლოებით 40%ს, მეტს თუ არა, ზუსტად იგივენაირი ელასტიკი ეცვა..



1

7 წლიდან ვმუშაობ და უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება. არასდროს არავის არ შევუვიწროვებივარ, არასდროს არ მიგრძვნია ჩემ მიმართ გამოხატული ზედმეტი და შემაწუხებელი ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი თავის, ჩემი უფლებების დაცვა ვისწავლე. არც ახლა და არც არასდროს არ იქნება ჩემი ვალდებულება-მოვალეობა რაღაცეების ხეხვა, გამზადება, დალაგება.

იმ ქვეყანაში სადაც განვითარება გვწადია და ნათელი მომავალი გვინდა და გვინდა თანამედროვე ადამიანები გვერქვას, ზემოთ აღნიშნული ფაქტები, სადაც ბავშვს სკოლის ასაკიდან უნერგავენ რომ მან თავი უნდა შეიზღუდონ ყველაფრით რითაც შესაძლებელია, სადაც გოგოებს იმას ასწავლიან რომ კაცის მონაჯმი ქალის გასაწენდია მარტო იმიტომ რომ ქალია (და ამდენ გოგოში მგონი ერთადერთი ვიყავი ვინც შეგნებულად არ გავხეხე რაღაც), სადაც კაცს უნერგავენ რომ თმაგაშლილი ქალი საშინელებაა, რომ მის ნაგავს სხვა აიღებს, რომ ადამიანებს თავისუფლების უფლება არ გვაქვთ, რომ თვითგამოხატვა უწმინდურობაა - მითუმეტეს სკოლის ასაკში - როდესც ყველაზე უდარდელი არსება ხარ პლანეტაზე და თან ყველაზე დაუცველი - ასეთი რაღაცეები უნდა აღიკვეთოს! სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს ასე ამახინჯებენ, თბილისში, სამეგრელოში, რა მნიშვნელობა აქვს სად. ახლა როგორიც ვარ ისეთი რომ სკოლის ასაკში ვყოფილიყავი, ჩემი დამრიგებელი მინიმუმ სამსახურს დატოვებდა, და მინიმუმ ერთ კაციანი საპროტესტო აქცია იქნებოდა განათლების სამინისტროს წინ. მაგრამ სამწუხაროდ მაშინ არ ვიცოდი ის რაც ახლა ვიცი და უბრალოდ ვაგრძელებდი თვითგამოხატვას, ზეწოლის, შეურაცხყოფის და დამცირების მიუხედავად (ამბავს კი არ ვაბუქებ, სხვა კოშმარებიც ხდებოდა).



თუ თქვენ, ვინმეს, ამგვარი სიტუაცია გაქვთ, გავიწროვებენ, გზღუდავენ, გიბრძანებენ და ა.შ ხმამაღლა გამოხატეთ უკმაყოფილება! უფროსთან შეპასუხება უზრდელობა არაა, უფროსი რომ ხმას არ გაღებინებს იმიტომ რომ პატარა ხარ ეგაა უზრდელობა! გოგოებო და ბიჭებო, არ მოგერიდოთ თქვენი უფლებების დაცვა. და საერთოდ თმაზე რა ლაპარაკია, ადამიანის გენიტალია არაა სირცხვილი და მუხლი რომ გამოგიჩნდეს და მაგაზე ვინმემ რამე გითხრას დიდი ავადმყოფობაა! ნუ სტრესავთ და აკომპლექსებთ მომავალს! ეს ბავშვები თქვენეზე, ჩემზე და საერთოდ ყველაზე თავისუფლები უნდა იყვნენ, იცოდნენ ადამიანობა რაარის, იცოდნენ რომ არავინ ერჩის მათ, არავინ აშინებს, რომ გენდერის გამო შეზღუდვა ყველაზე მდაბიო რამეა რაც კი არსებობს და საერთოდ მაინტერესებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ან მე ან ამ ბავშვებს რატომ აცხოვრებთ კოშმარში, დარწმუნებული ვარ ის რაც, მე გადამხდა უამრავი ბავშვის ცხოვრებაში ხდება დღესაც და ვინმეს თუ ოდნავ მაინც წარმოგიდგენიათ ეს რამხელა სტრესია, როგორ მოქმედებს უკვე ზრდასრულ ადამიანზე რომელსაც მთელი ცხოვრება აქვს გასავლელი, მაშინ მოაგვარეთ ეს პრობლემა: საგანი დაამატეთ სადაც ბავშვები ისწავლიან მათ უფლებებს, გამოკითხვა ჩაატარეთ ფსიქოლოგებთან ერთად რომ გაერკვეთ , როგორ ექცევიან თქვენი ქვეყნის ყველაზე საჭირო და ყველაზე დაუცველ ადამიანებს", - წერს მომღერალი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100