ნუ გადაიხდით ზედმეტს - გააკეთეთ სწორი არჩევანი
ქართულ რეალობაში, სესხები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღესისათვის ბაზარზე არსებობს ბევრი ტიპის სესხი, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: საბანკო სამომხმარებლო, მიკრო საფინანსო და ახლა უკვე სწრაფი ინტერნეტ სესხები.
სამომხმარებლო სესხები შედარებით დაბალპროცენტიანია და შესაბამისად მომხმარებლისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტია ფინანსური საჭიროებიბის დასაკმაყოფილებლად.
თუმცა, საბნაკო სესხის აღება შედარებით რთულია. საჭიროა გქონდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია და დაფიქსირებული შემოსავალი ბოლო 6 თვის განმავლობაში.
პროცენტის მიხედვით თუ დავყოფთ, შემდეგი ვარიანტია მიკროსაფინანსო კომპანიაში სესხის აღება. აქ არის შედარებით დაბალი მოთხოვნები თუმცა გაცილებით მაღალი საკომისიო ვიდრე ბანკებში.
ადამიანებისთვის ვისაც სწრაფად სჭირდებათ რამოდენიმე ასეული ლარი, ყველაზე მოსახერხებელია აიღონ სწრაფი ონლაინ სესხები. აღნიშნულ კომპანიებში სესხის აღება შესაძლებელია რამოდენიმე დღის ვადით, რათქმაუნდა გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ. სესხის გასაფორმებლად, საჭიროა სულ რაღაც 15-20 წუთი და ეს ხდება სახლიდან გაუსვლელად თქვენი კომპიუტერის ან ტელეფონის გამოყენებით.
დღეისათვის ძალიან ბევრი კომპანია გთავაზობთ ინტერნეტ კრედიტებს. ხშირადაა აქციები, როდესაც ისინი სესხს უპროცენტოდ გასცემენ. იმისათვის რომ არ გამოგრჩეთ აღნიშნული შემოთავაზებები თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ onlinesesxi.ge . აღნუშნულ ვებსაიტზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა სესხი ერთ სივრცეში. აღარაა საჭირო სხვადასხვა ვებსაიტებზე შესვლა და მათი შემოთავაზებების ნახვა რათა საუკეთესო შემოთავაზება შეარჩიოთ. შედიხართ ერთ ვებგვერდზე, ფილტრავთ თქვენთვის სასურველ თანხას და ვადას, ირჩევთ სასურველ კომპანიას და იღებთ სესხს.
კომენტარი