სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქათმის ხორცის სალათა

მასალა:

ქათამი ან ინდაური

კვერცხი - 5 ცალი

ახალი სალათა - 300-400 გრამი

ახალი ხახვი - 1 კონა

ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა

ბროწეული - 2 ცალი

მწვანილი, პილპილი, მარილი, ძმარი - გემოვნებით.

შემწვარი ქათმის ან ინდაურის რბილი ხორცი დავჭრათ წვრილ და თხელ ნაჭრებად. დავუმატოთ თხლად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაკეპილი ახალი სალათა, ბროწეულის მარცვლები, მარილი, პილპილი, წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი, ახალი კამა, სუსტ ღვინის ძმარში გახსნილი, დანაყილი ნიგოზი და დაკეპილი ხახვი. მომზადებული ნიგვზის საწებლით შევაზავოთ ქათმის ხორცი, ავურიოთ კარგად ერთმანეთში. როდესაც მზად იქნება, მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ დაკეპილი ახალი ტარხუნა და ბროწეულის მარცვლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100