ქანიე უესტმა "ინსტაგრამის" პროფილის ფოტოდ ყოფილი სიდედრის სურათი ატვირთა
რეპერმა ქანიე უესტმა ფანები კიდევ ერთხელ გააოცა მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე, პროფილის ფოტოდ ყოფილი სიდედრის, კრის ჯენერის სურათი ატვირთა. 45 წლის მუსიკოსმა ბევრისთვის უცნაური ქმედების მიზეზი თვითონვე განმარტა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული "სთორით" და აღნიშნა, რომ ეს შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯია. "კრისის ფოტო მშვიდობასა და პატივისცემაზე ფიქრით გამოვაქვეყნე. შევცვალოთ ნარატივი“,- წერს რეპერი.
კომენტარი