სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4 ინფიცირებულის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 20 ახალი შემთხვევიდან 8 არის დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 7 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიების და კონტაქების დადგენის მიზნით.

„დაგვემატა 20 ახალი შემთხვევა, დღეს 1568 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ამ 20 პაციენტიდან 8 არის დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალია, 7 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიების და კონტაქების დადგენის მიზნით.

გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9 ადამიანი. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი კვლავ 81.6%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობს 262 დადასტურებული შემთხვევა. ამ 262 შემთხვევიდან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე პაციენტია. დანარჩენი პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მცირე ნაწილის კი მსუბუქი მიმდინარეობის“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100