ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. მთავრობა ერთთვიანი საგანგებო მდგომარობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტს მიმართავს.
განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე ცხადდება.
აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
კომენტარი