სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვენდიმ“ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს უმასპინძლა

„ვენდიმ“ 2017 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილეებს 26 მაისის მოედნის რესტორანში უმასპინძლა და ქართველი კონკურსანტის გრიგოლ ყიფშიძის მხარდამჭერი ღონისძიება გამართა.

„ევროვიზიის“ მონაწილეების რვა ქვეყნის დელეგაცია საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, ბელორუსიის, კვიპროსის და მაკედონიის ჩათვლით გულშემატკივრებს შეხვდა და სახალისო გარემოში წინასაკონცერტო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლა. კონკურსანტებს და მათ მხარდამჭერებს „ვენდიმ“ განსაკუთრებული გარემო ზალიკო სულაკაურის კარიკატურების ჩუქებით, ილუზიონისტების შოუთი, გრანდიოზული ტორტით, სასიამოვნო მუსიკითა და კარაოკეთი შეუქმნა. დამატებით, „ევროვიზიის“ მონაწილეებს „ვენდისგან“ ბრენდირებული საჩუქრები ერგოთ.

საბავშვო „ევროვიზიის“ გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა.

კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. „ევროვიზიის“ ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, „ვენედი“ ერთგულ მომხმარებელს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ქართველ კონკურსანტს.

საბავშვო ევროვიზია 20 ქვეყანაში იქნება ტრანსლირებული და კონკურსში ინტეგრირებული იქნება მინი-ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ, რომლებიც სპეციალურად დამზადდა „ევროვიზიისთვის“ და, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100