ავარია ავტობანზე - ერთმანეთს სატვირთო და პატიმრების გადასაყვანი მანქანები დაეჯახნენ
ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტობანზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულია მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. ის გორის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენის მანქანა მთლიანად დამტვრეულია. შემთხვევის დროს ორივე ავტომოვილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ.
წყარო: imedinews.ge
კომენტარი