სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ გინდათ თხელი ფეხი და ამობურცული დუნდულა გქონდეთ, ალექსანდრა პაიჭაძის ამ ვიდეო გაკვეთილს უნდა უყუროთ

მოდელი და მსახიობი ალექსანდრა პაიჭაძე გოგონებს, ვისაც ფორმაში ჩადგომა სურს, რჩევას აძლევს. ალექსანდრა ვიდეო გაკვეთილსაც ავრცელებს: "ფეხის შიდა კუნთი ზედმეტ ფორმებს იძენს მოუვლელობისგან და პასიურობისგან, ჯდომისგან, ცელულიტისგან, ცომეულისგან, კოკაკოლისგან, ჰამბურგერისგან, დონატებისგან, ნაყინისგან,გავაგრძელო???

როგორც ვთქვი squats, რომელიც დიდი ხანი მეგონა საჯდომის იდეალური ვარჯიში, და ტყუილში მოცხოვრიაა, ისე ძაანაც არ გაამართლა ამ მხრივ და დატვირთვა წინა დიდ კუნთზე, კვადრიცეპსზე წაიღო...რამდენიც გინდა იმდენი ვცადე მაგრამ.... ამიტომ შევეშვი კლასიკურ ჩაჯდომებს.... 10 დღეში ერთხელ ვაკეთებ თუ მაინცდამაინც მომენატრა))...თქვენც შეეშვით გოგოებო თუ მიზანი თხელი ფეხი და ამობურცული დუნდულაა..პატიოსნად.

მოკლედ განზე კარგად გაშლილი პლიე ჩაჯდომისას უკეთ იჭიმება დუნდულაც გოგოებო და შიდა კუნთიც და ასევე, ამ კონკრეტულ ვიდეოში, ფეხის ტრიალისას პრესიც ჩართულია, წრე რაცშეიძლება დიდი დიამეტრით. 2ვე მხარეს ტრიალი... ცუდია 1 წუთზე მეტი როარ ეტევა აქ. ამ ვარჯიშის გაგრძელება თუ დაგაინტერესებთ მივაყოლებ შემდეგ ვიდეოს... სახლში მაგარ ზედაპირზე ან იატაკზე მარტივია გააკეთოთ... ამ დროს დუნდულა უნდა იყოს დედამიწის ცენტრი და ყველა მოძრაობისას დაჭიმული და კონცენტრირებული... " - წერს მოდელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100