რა არის იერუსალიმის სინდრომი?
იერუსალიმის სინდრომი განსაკუთრებით იშვიათი ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, რომელიც განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
ამ სინდრომით დაავადებული ტურისტები და მომლოცველები, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან, წარმოიდგენენ და გრძნობენ, რომ ფლობენ ღვთაებრივ და წინასწარმეტყველურ ძალას, არიან რომელიმე ბიბლიური გმირის რეინკარნაცია და მათზე დაკისრებულია სამყაროს ხსნის წინასწარმეტყველური მისია. დღესდღეობით, ეს მოვლენა ფსიქოზად ითვლება და ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ექვემდებარება.
ამ სინდრომის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ტურისტები და მომლოცველები, რომლებიც ამ სინდრომით არიან შეპყრობილი, როდესაც იერუსალიმში მოხვდებიან, ქალაქის მოედნებსა და წმინდა ადგილებში ისე იქცევიან, თითქოს ღვთაებრივ ძალას ფლობენ. თეატრალურობა, რომელიც მათი ქცევისთვისაა დამახასიათებელი, გარშემომყოფთა ყურადღებას იპყრობს. ხანდახან მათი ქცევა უკიდურესობამდე მიდის და საფრთხეს წარმოადგენს საკუთარი თავისთვისაც და გარშემომყოფთათვისაც და ამ დროს აუცილებელი ხდება იძულებითი ჰოსპიტალიზაცია. დაავადებულთა შორის შეიმჩნევიან როგორც ებრაელები, ასევე ქრისტიანები, რომელთაც დიდხანს ნანატრი შეხვედრა წმინდა ადგილებთან საგრძნობლად უუარესებს მდგომარეობას
კომენტარი