დროა თბილი ტანისამოსი მოამზადოთ - 27 სექტემბრიდან საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა
27 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება .
27 სექტემბრიდან, საქართველოში გავრცელებას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც, როგორც დასავლეთ ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
დედაქალაქში 30 გრადუსი სიცხის შემდეგ, 28 სექტემბერს, დღისით მაქსიმალური ტემპრატურა 13-15 გრადუსით დაეცემა და იქნება +15, +17 გრადუსი.
მასალა მომზადებულია კობა ფარტენაძის მიერ
კომენტარი