ჩერნოვეცკის ფონდმა მადლობა გადაუხადა ქველმოქმედებაში ჩართულ პარტნიორებს!
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა მადლობის სიგელები და სამახსოვრო სუვენირები გადასცა პარტნიორებს, ვინც ეხმარება ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ გაჭირვებულ მოსახლეობას და თავისი წვლილი შეაქვს ქველმოქმედებაში. ქვეყანამ უნდა იამაყოს ასეთი ადამიანებით. მათი გულისხმიერება და დახმარების სურვილი დიდ პატივისცემას იმსახურებს.
ჩერნოვეცკის ფონდის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი უკვე 5 წელიწადია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ყოველწლიურად ამ მიზნებისთვის 2 მლნ. ლარს ხარჯავს. სასიცოცხლო დახმარებას იღებენ მარტოხელა, ხანდაზმული ადამიანები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, რომელთათვის თბილისსა და ქობულეთში 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლია გახსნილი.
„ძალიან გვახარებს, რომ ჩვენი ფონდის ინიციატივებს აქტიურად უჭერენ მხარს კეთილი ადამიანები. 2016 წელს, ჩვენმა ფონდმა მიიღო დახმარება 200000 ლარის ოდენობით! ამ თანხით მოხერხდა დამატებით აღმოგვეჩინა დახმარება მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა!
დიდ მადლობას მოგახსენებთ! თქვენი წყალობით უმწეო და გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა საქართველოში შემცირდა!“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
კომენტარი