სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მარინა ბერიძეს გადაეცით, პროფესიონალი ბოროტი ხარ და შემი ადგილი ჯოჯოხეთშია-თქო“

წინასაახალწლოდ ქართულ შოუ ბიზნესში მოღვაწე მომღერლები აცხადებენ, რომ ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ მომღერლებს კონცერტებზე ბლოკავენ.ასე ხდება ახალი წლის კონცერტებზეც. მაგალითად, მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშრებით პოსტიც დაწერა.

„ამ ახალი წლის კონცერტიდან ისევ ამომიღო სიიდან ამ ქალმა. ისე, რომ იცოდეთ, მაინც ისე, ყოველი შემთხვევისთვის, საუბარია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს, ვინც არ იყო დაბლოკილი, ისევ უნდა იყოს კონცერტებში, ამის გამო, რომ არ იფიქრონ, ეხლა ჩვენ გვბლოკავენო? ამას რა მოვუხერხოთ და არაფერი რომ არ იცვლება. წლები გადის და იძულებული ვხვდები, რომ აქაურობა, იმის გამო, რომ ელემენტარულად, საარსებო საშუალება მქონდეს! “-წერს ეკა კვალიაშვილი.

„ალია“ ამ თემასთან დაკავშირებით თავად მომღერალიც ჩაწერა და მას შეკითხხვაც დაუსვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ და რატომ ბლოკავს მას.

„ეტყობა, ვერასდროს ვჯდებოდით მარინა ბერიძის გემოვნებაში, ვერც ერთი წელი. გადაეციტ , პროფესიონალი, ბოროტი ხარ და შემი ადგილი ჯოჯოხეთში-თქო. მე არ ვარ გაბრაზებული. მე და კახა კუხიანიძე მივდივართ კულტურის სამინისტროში, რომ გავარკვიოთ ეს საკითხები.“-განუცხადა ეკა კვალიაშვილმა გაზეთ „ალიას“.

ამ ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა კულტურის სამინისტროს ღონისძიებისა და რეიგონებტან კორდინაციის დეპარტამენტის დირექტორმა მარინა ბერიძემ. მისი თქმით არანაირი შავი სიაები არ არსებობს.

"ეს ხალხი არ არიან შემოქმედებითი კოლექტივები და არ აფინანსებს კულტურის სამინისტრო, ეს ხომ ადვილი გასაგებია? ის ყოველთვის ქირაობს საპროდიუსერო ცენტრს, ასევეა მერიაც, კონცერტების მართვის საპროდიუსერო ცენტრია.“განაცხადა ალიასტან საუბარში მარინა ბერიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100