სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნათელაშვილი 20 წელია საზოგადოებას ატყუებს, თარგამაძე კი ჩემთვის მოღალატის ეტალონია“

ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებზე ისაუბრა, შალვა ნათელაშვილს მასხარა, გიორგი თარგამაძეს კი მოღალატე უწოდა:

„აუცილებლად მოდით არჩევნებზე, არ მოხვალთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მოვლენ, მე ამ ნაწილისაც მესმის, მე იმ ნაწილსაც გაგებით ვეკიდები, რომ ნათელაშვილსაც აქვს ერთი თუ ორი პროცენტი, ნათელაშვილი 20 წელია საზოგადოებას ატყუებს, მე იმ ნაწილსაც გაგებით ვეკიდები, გიორგი თარგამაძის მხარდამჭერების ერთ თუ ორ პროცენტს, ამ ადამიანს, მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა და ჩემთვსი მოღალატის ეტალონია. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა. მესმის რომ ბევრს არ აქვს ანალიზის გაკეთების სწორი უნარი. როდესაც იქნება იდოელოგიური ბრძოლა, ეს არის ჩემი დიდი სურვილი. ნათელაშვილი რომელიც 20 წელია გვატყუებს და ლამის მასხარა გახდა და ეს პროცენტები აქვს, რა თქმა უნდა პრეტენზიები არის“, - განაცხადა ივანშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100