ყველაზე რომანტიული წყვილები კინოს ისტორიაში
ლეონარდო დი კაბრიო და კეიტ უინსლეტი, „ტიტანიკი“: ეს შეყვარებულები ყველაზე ტრაგიკულ წყვილად ითვლება. ამ „სიყვარულის ისტორიამ“ გამოკითხულთა ხმების მეოთხედი მიიღო. გამოკითხვა კი „ABC TV“-იმ და ჟურნალმა „People“-მა ჩაატარეს. სინამდვილეში კი არაფერია ერთდროულად უფრო სასტიკი და რომანტიული, ვიდრე მაღალი წრის წარმომადგენელი გოგონასა და უღარიბესი ბიჭის ტრაგიკული სიყვარული მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლაინერის ბორტზე.
კლარკ გეიბლი და ვივიენ ლი, „ქარწაღებულნი“: „ქარწაღებულნი“ ფართო ეკრანებზე 1939 წელს გამოჩნდა და იმ დღის შემდეგ ყველაზე წარმატებულ ფილმად რჩება კინოინდუსტრიაში. წარმატების მიზეზი მთავარი გმირების – სკარლეტისა და რეტა ბატლერის მწველი ვნებაა, რომელიც უმცირესი სიშიშვლის გარეშეა გადმოცემული. ფილმი უდავოდ იმსახურებს მეორე ადგილს.
რიჩარდ გირი და ჯულია რობერთსი, „ლამაზმანი“ : ერთხელ მდიდარ კლიენტს შეუყვარდა...სიყვარულის ულამაზესი ისტორია. რიჩარდ გირმა და ჯულია რობერტსმა ეს ისტორია უნიკალური თამაშით, გმირის სულიერი სამყაროს გათავისებით მიიტანეს მაყურებლამდე.
სპენსერ ტრეისი და კეტრინ ჰეპბერნი. „ადამის ნეკნი“: ისინი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წყვილი იყვნენ მთელს მსოფლიოში. ამ მსახიობებს ერთად ცხრა ფილმი აქვთ შექმნილი, მაგრამ მხოლოდ ერთმა მოახერხა მაყურებლის გულებში სამუდამოდ თავის დამკვიდრება.
ჰამფრი ბოგატი და ინგრიდ ბერგმანი, „კასაბლანკა“: ომი, ერთგულება, მადლიერება, სიმამაცე და რა თქმა უნდა სიყვარული - ამ კრიტერიუმების დამსახურებაა ჰოლივუდის ერთ-ერთი უნიკალური ისტორიის წარმატება. ყოველივეს დამატებული ტრაგიკული მოვლენები შედევრს დაუვიწყარს ქმნის, მითუმეტეს თუ მთავარ როლს ჰამფრი ბოგატი და ინგრიდ ბერგმანი ასრულებენ.
კომენტარი