დაპირისპირება "რესპუბლიკურ პარტიაში"...
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ახალციხის ორგანიზაციაში შიდა შეუთანხმებლობაზე ალაპარაკდნენ.
‘რესპუბლიკელების’
ახალციხის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტმა დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება,
რომელშიც ნათქვამია,
რომ პარტიის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მისამართით
25 მაისს გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია და ემსახურება არამხოლოდ თავმჯდომარის,
არამედ პარტიის დისკრედიტაციას.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი
"სამხრეთის კარიბჭე"
ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს, კოალიცია ‘ქართული ოცნების’ წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციას რესპუბლიკელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაკავებული პოსტი ასევე უნდა დატოვოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თამარ გოგოლაძემ.
“ჩვენი უფლებები დაირღვა, ასი პროცენტით თუ ირღვეოდა ”ნაციონალების” დროს, დღეს ორასი პროცენტით ირღვევა. ჩვენ ვიცავ ჩვენ უფლებებს. ჩვენი პარტიის ლიდერმა, ქალბატონმა თამარ გოგოლაძემ, რომელიც გამგებლის მოადგილეა, ასეთი პასუხი გაგვცა, რომ ის საკუთარი კარიერის მოწყობითაა დაკავებული და ჩვენი სამსახურების გამო არაფერს გააკეთებს“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა კახაბერ ლომიძემ აქციაზე.
კომენტარი