სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შტორმი ზღვაზე და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსები თოვას ელოდებიან როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

პარალელურად კი მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშორებას შექმნის.

ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი.

"23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციაურ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100