სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაჩინსკი: „ტიმოშენკო მერაბიშვილზე უკეთეს პირობებშია“

პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძმამ ვანო მერაბიშვილი საკანში მოინახულა. პოლონელი პოლიტიკოსი იაროსლავ კაჩინსკი შეშფოთებულია იმ პირობებით რომელიც მისი თქმითნაციონალური მოძრაობისგენერალურ მდივანს საკანში აქვს და რომელიც ბევრად განსხვავდება უკრაინის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს პირობებისგან .

„მოვინახულე ვანო მერაბიშვილი საპყრობილეში. ძალიან გვაშფოთებს ის პირობები, რომლებშიც ის იმყოფება. ქალბატონი იულია ტიმოშენკო გაცილებით კარგ პირობებშია ამიტომ არასწორია როდესაც უკრაინასთან შედარებას აკეთებენ. ვანო მერაბიშვილს არა აქვს საშუალება, რომ ახლო ნათელსავებს შეხვდეს. ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთ ფაქტები ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც საქმე ეხება დიდ კრიმინალისტებს. ამ შემთხვევაში კი ეს ასე არ არის“,-განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100