სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსინათლო ობობა - ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საუკეთესო ვარიანტი (ფოტო)

ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში ავტომაგისტრალის მშენობლობის დროს მეტად იშვიათი სახეობის ობობა აღმოაჩინეს, ამის გამო კი 50 მილიონიანი მშენებლობა შეჩერდა.

Circurina Vennis - ობობა, რომელიც მიწის ქვეშ არსებულ ძალიან ღრმა გამოქვაბულებში ცხოვრობს. მსგავსი სახეობის მწერი 1980 წელს პირველად აღმოაჩინეს. ამ დრომდე „უსინათლო ობობა“ მხოლოდ მეორედ იქნა ნაპოვნი.

მეცნიერები თვლიან, რომ აღნიშნული ობობის ბუდე მიწის ზედაპირთან საკმაოდ ახლოს არის, მშენებლობამ კი ეს უნიკალური მწერი შესაძლოა გაანადგუროს. ამ დროისათვის მშენებლობის „ბედიღბალი“ წყდება.

როგორც ცნობილია, ობობა არ არის შხამიანი, მაგრამ მისი ლორწოვანი გარსი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად საუკეთესო ვარიანტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100