რუსთავში მე-4 სართულიდან კაცი გადავარდა და დაიღუპა
ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 40 წლის კაცი მეოთხე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა და ის სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარი