ვინ არის შერონ სტოუნის ახალი, 41 წლის ბოიფრენდი? - უცხოურმა ყვითელმა პრესამ, როგორც იქნა, მისი ვინაობა დაადგინა
შერონ სტოუნმა 60 წლის იუბილე, რომელიც 10 მარტს გაიმართა ახალი მეგობრის კომპანიაში აღნიშნა. რეპორტიორებმა მსახიობი მაიამის სანაპიროზე, უცნობ არაცნობილ მამაკაცთან ერთად გამოიჭირეს. უცხოური ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა. „ორივე ჩანდა ბედნიერი და კმაყოფილი, ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ და სტოუნის თითზე შეიმჩნეოდა ალმასის გასაოცარი ბეჭედი“- რამაც უცხოური ყვითელი პრესა საგონებელში ჩააგდო და ისინი მამაკაცის იდენტიფიცირებას ცდილობენ.
ინტრიგას ბადებს ასევე ისიც, რომ მსახიობი იანვარში, უკვე, გამოჩნდა ამ კაცთან ერთად და როგორც ჩანს, ურთიერთობა ახალი სულაც არ არის და წყვილი უკვე სერიოზულად ფიქრობს ერთად ყოფნაზეც. ერთ-ერთი იტალიური გამოცემა იმასაც წერდა, რომ შერონმა და მისმა ბიჭმა „ვალენტინობის დღე“ ერთად პარიზში აღნიშნა.
გრძელვადიანი ძიების შემდეგ ყვითელმა პრესამ სტოუნის მამაკაცის ვინაობა დაადგინა. ის 41 წლის ანჯელო ბოფაა, რომელიც უძრავი ქონების აგენტია და შვეიცარიაში ცხოვრობს. უცხოურმა ტაბლოიდებმა ანჯელოს ინსტაგრამიც აღმოაჩნეს, მართალია ის ცნობილი სახე არ არის, მაგრამ მის ინსტაგრამზე შენიშნავთ რონალდოსთან, მესისთან ჰეიდი კლუმთან გადაღებულ ფოტოებს, ოღონდ უფრო წარსულში.
თუ რას წარმოადგენდა სტოუნის ახალი „საქმრო“ წარსულში, ამაზე ინფორმაცია თითქმის არ არსებობს, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ბოფას შვილი-ვაჟი ჰყავს, რადგან ინსტაგრამზე პატარა ბიჭის ფოტოები უდევს და შესაძლოა ეს მისი შვილი იყოს.
აპირებენ თუ არა შერონ სტოუნი და ბოფა ახლო მომავალში დაქორწინებას ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, ერთი კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ასაკებს შორის სხვაობისა, შერონი იმდენად იდეალურად გამოიყურება, რომ 19 წლიანი სხვაობა ნაკლებად შესამჩნევია.
კომენტარი