ზუგდიდის ცენტრში სწრაფი სესხის ოფისი დააყაჩაღეს
ზუგდიდის ცენტრში Aray-ს მაღაზიაში არსებული სწრაფი სესხის vivus.ge-ს ოფისი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, დღის 4 საათისთვის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი შენობაში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით თანამშრომელს სალარო აპარატი გააღებინა. წაღებულია 3200 ლარი.
ადგილზე უკვე ჩატარებულია ექსპერტიზა. ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელს ეძებს.
კომენტარი