სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილმა მის იტალიამ, რომელსაც საქმრომ 4 თვის წინ მჟავა გადაასხა, პირველად გამოაჩინა დასახიჩრებული სახე საზოგადოებაში

მის იტალია 2007, 28 წლის ჯესიკა ნოტარო 4 თვის წინ ყოფილი საქმროს ეჭვიანობის გამო უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ხორხე ტავარესი მათი დაშორების შემდეგ ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ჯესიკას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მისი პათოლოგიური მიდგომა გოგონას მიმართ პირველად მაშინ გამჟღავნდა, როდესაც დაშორების შემდეგ ბიჭმა თვითმკვლელობა გაითამაშა იმის გამო, რომ ჯესიკას თავი დამნაშავედ ეგრძნო. თუმცა მალე გაირკვა, რომ ხორხე ცოცხალია. მომდევნო ჯერზე კი ყველაფერი გაცილებით უარესად მოხდა, ვიდრე თვითმკვლელობის იმიტირება. ტავარესმა საყვარელ ქალს სახეზე მჟავა შეასხა, რის შედეგადაც ჯესიკას ვიზუალი რადიკალურად შეეცვალა ეს ცვლილება მხოლოდ გარეგნობას არ შეხებია. უბედურმა შემთხვევამ გოგონას ფსიქიკაზეც ძალიან იმოქმედა. შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ ჯესიკამ გადაწყვიტა საკუთარი ისტორია ფართო საზოგადოებისთვის მოეყოლა მაურიციო კოსტანცოს შოუს საშუალებით და ყველა გოგონა გაეფრთხილებინა თავი შორს დაიჭირონ ეჭვიანი მამაკაცებისაგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100