კახეთის პოლიციის ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა არ დასტურდება
"არ ვიცი, რას უწოდებს ზოგიერთი ჟურნალისტი ყაზარმულ მდგომარეობას, ასეთ მდგომარეობაში უქმდება ყველა შვებულება და არცერთი თანამშრომელი არ გადის სამსახურიდან, კახეთში კი ასეთი მდგომარეობა არ არის, დღეს პოლიციელები სახლებიდან მოვიდნენ. რა თქმა უნდა, მათ გარდა, ვინც მორიგე იყო", – უთხრა "დრონი.ჯი"–ს შსს–ს კახეთის სამხარეო სამმართველოს შტაბის თანამშრომელმა, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა კახეთის მილიციის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. "ყაზარმულ მდგომარეობაზე გადასვლის შესახებ ბრძანება არ მიგვიღია", – დაამატა მან.
კომენტარი